Erasmus+ - საერთაშორისო კვირეული - ტრენინგის მიზნით ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა დასავლეთ-პომერანიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში

25-05-2017 15-19 მაისს შჩეცინის დასავლეთ-პომერანიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - WPUT  (პოლონეთი) Erasmus+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში გაიმართა საერთშორისო კვირეული, სადაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს წარმოადგენდნენ ინფორმატიკის და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფ. ირინე გოცირიძე (კოორდინატორი), ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფ. თინათინ კაიშაური და საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის უფროსი სპეციალისტი მარიკა ზვიადაძე.

ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები პოლონურ უნივერსიტეტს სტუმრობდნენ ტრენინგის მიზნით ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ფარგლებში, პროექტში, რომელშიც მონაწილეობს სტუ და რომლის კოორდინატორია შჩეცინის დასავლეთ-პომერანიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტი. საერთაშორისო კვირეულის ორგანიზატორი იყო შჩეცინის დასავლეთ-პომერანიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და უნივერსიტეტის ერაზმუსის ინსტიტუციონალური კოორდინატორი, ქალბატონი აგატა ბრუსკა.

პრაქტიკული სემინარების თემატიკა მოიცავდა ისეთი აქტუალური საკითხების განხილვას, როგორიცაა ევროკავშირის გზამკვლევების შესაბამისად პროექტის შედეგების დისიმინაცია მიმღებ და მშობლიურ უნივერსიტეტებში, საინფორამციო სტრატეგიების განვითარება და სხვ. ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ ღონისძიების მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.


სამუშაო ვიზიტის პერიოდში ასევე, გაიმართა შეხვედრა ვესტ-პომერანიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტის ვიცე-რექტორთან, პროფ. ბოჟენა სმიალკოვსკასთან, სადაც საუბარი შეეხო უნივერსიტეტებს შორის მიმდინარე და მომავალი პროექტების განხორციელების დეტალებს.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები