ERASMUS+ - სალექციო კურსი ლორენც-მინკოვსკის სივრცესთან დაკავშირებით

23-05-2017 15-19 მაისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტს სტუმრობდა აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტის (თურქეთი) ასისტენტ პროფესორი ოზგურ ოიაჩიოღლუ-კალკანი (Özgür OYACIOĞLU-KALKAN ).

ქალბატონი კალკანი აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტის აფიონის პროფესიული განათლების სკოლის ასისტენტ პროფესორია და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იმყოფებოდა Erasmus+ აკადემიური პერსონალის მობილობის ფარგლებში, რომელშიც მონაწილოებს სტუ და რომლის კოორდინატორია აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტი.

სალექციო კურსის სამეცნიერო თემატიკა მათემატიკას, კერძოდ, ლორენც-მინკოვსკის სივრცესთან დაკავშირებულ საკითხებს მოიცავდა.

ახალგაზრდა თურქი მათემატიკოსი შეხვდა პროფ. დავით ნატროშვილს, სტუ-ს მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო თანამედროვე მათემატიკურ განათლებას და არსებულ სწავლების მეთოდებს თურქეთსა და საქართველოში.

სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურში გამართულ შეხვედრაში თურქმა ასისტენტ პროფესორმა ისაუბრა უნივერსიტეტში თავის სამენიერო აქტივობებზე და მიღწევებზე.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები