ERASMUS+ - სალექციო კურსი მანქანათმშენებლობის სასწავლო მეთოდების შესახებ

ERASMUS+ - სალექციო კურსი მანქანათმშენებლობის სასწავლო მეთოდების შესახებ

23-05-2017 15-19 მაისს, Erasmus+ აკადემიური პერსონალის მობილობის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე ვილნიუსის ტექნოლოგიებისა და დიზაინის კოლეჯის (ლიტვა) დოქტორმა იურიუს ტრეტიაკოვასმა (Jurijus Tretjakovas) წაიკითხა ლექციების კურსი მანქანათმშენებლობის სასწავლო მეთოდების შესახებ, რომელიც, ასევე, მოიცავდა თეორიული მექანიკისა და მასალათა მექანიკის საკითხებს.

ლექციების კურსი Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში ჩატარდა, რომელშიც მონაწილოებს ტექნიკური უნივერსიტეტი და რომლის კოორდინატორია ვილნიუსის ტექნოლოგიებისა და დიზაინის კოლეჯი.

18 მაისს ახალგაზრდა ლიტველმა მეცნიერმა ჩაატარა საჯარო ლექცია „Displacement of the two support beam“ , რომელსაც სტუდენტებთან ერთად ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებიც ესწრებოდნენ.

ფაკულტეტის დეკანთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ლიტველმა სტუმარმა წარმოადგინა პრეზენტაცია თავისი კოლეჯის შესახებ. სტუმარმა ვრცლად ისაუბრა ლიტვაში სწავლების შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს, ასევე აკადემიურ მობილობასთან დაკავშირებულ სხვა აქტუალურ თემებს. შეხვედრაზე განხილული იქნა ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელების შესაძლებლობებიც.

ლიტველმა სტუმარმა დაათვალიარა ტექნიკური უნივერსიტეტის პოპულარული სასწავლო-კვლევით ლაბორატორიები, მათ შორის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ვირტუალური და რეალურ-ვირტუალური ლაბორატორიები.

სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურში გამართულ სამუშაო შეხვედრაში საუბარი შეეხო ერაზმუს+  KA2 აქტივობის საგრანტო ინსტიტუციური განვითარების პროგრამის ფარგლებშია ხალი ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივებს.
აღსანიშნავია, რომ იურიუს ტრეტიაკოვასი ვილნიუსის ტექნოლოგიებისა და დიზაინის კოლეჯის ტექნიკური ფაკულტეტის მანქანათმშენებლობის დეპარტამენტის დოქტორია და ამავე დროს, ვილნიუსის გედიმინასის ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული.

 

სიახლეებში დაბრუნება