საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“

22-05-2017 19-20 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო საქართველოსა და უცხოეთის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა, მათ შორის იყვნენ ევროპისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ავსტრიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფ. არნოლდ კამელი, ზაარლანდიის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორი ვილჰელმ ჰოიზერი, ბერლინის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორი რუდიგერ ანდრესენი და სხვები (სულ - საქართველოდან და უცხოეთიდან 12 უმაღლესი სასწავლო დაწესებულების 200-მდე სტუდენტი და პროფესორ-მასწავლებელი).

კონფერენციზე განხილული იქნა სამეცნიერო-კვლევითი და ინოვაციური ტექნოლოგიების თანამედროვე მიმართულებები და განვითარების ტენდენციები.

კონფერენციის მეორე დღე გაგრძელდა გასვლითი ტურით კახეთში, სადაც უცხოელმა სტუმრებმა და კონფერენციის მონაწილეებმა გულთბილ ვითარებაში გააგრძელეს მსჯელობა საქართველოში ბიზნესგარემოს განვითარების შესახებ.

   


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები