გამოფენა

11-05-2011
ამერიკული უნივერსიტეტების კურსდამთავრებულთა გამოფენა
 
16 მაისი, 15:00 სთ-18:00 სთ, თბილისის ახალგაზრდობის სასახლეში შედგება ამერიკული უნივერსიტეტების კურსდამთავრებულთა გამოფენა. ღონისძიების ორგანიზატორები არიან საერთაშორისო განათლების ცენტრი, საგანმანათლებლო საინფორმაციო ცენტრი “კვალი” და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში.
გამოფენაზე სტუდენტებს საშუალება ექნებათ პირადად გაესაუბრონ  ამერიკის სხვადასხვა უნივერსიტეტების ქართველ და უცხოელ კურსდამთავრებულებს და მიიღონ მათთვის საჭირო ინფორმაცია კონკრეტული ამერიკული უნივერსიტეტის შესახებ.
გამოფენას დახურავს სახალისო ლატარეა და გათამაშდება 4 უფასო TOEFL ტესტის ვაუჩერი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნება 1 წლის განმავლობაში.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები