აქცია

11-05-2011
ერთი დღე სიგარეტის გარეშე
 
11 მაისს, ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის ეზოში, სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა თამბაქოს საწინააღმდეგო აქცია “ერთი დღე სიგარეტის გარეშე”. ღონისძიების ერთ-ერთი მიზანი იყო, შეეხსენებინა და უფრო მეტად ინფორმირებული გაეხადა სტუდენტები სტუ-ის სასწავლო კორპუსებში სიგარეტის მოწევის აკრძალვასთან დაკავშირებით.
სტუდენტებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და სიგარეტის ანტიპროპაგანდის მიზნით, სტუ-ის სტუდენტებისათვის ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა რამდენიმე სახის გასართობი, სპორტული ღონისძიება, რომელშიც ყველა მსურველს ჰქონდა მონაწილეობის შესაძლებლობა.
გაიმართა შეჯიბრება ქუჩის კალათბურთში (street-ball), ფრენბურთში, მკლავჭიდში, ჭადრაკსა და მაგიდის ჩოგბურთში. შეჯიბრებაში გამარჯვებულები  თასებით, მედლებით და სპონსორების მიერ წინასწარ დაწესებული წამახალისებელი პრიზებით დაჯილდოვდნენ.
ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა DJ-მ.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები