ავსტრიელი პროფესორის ლექციები სტუ-ში

19-05-2017 18 მაისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტს სტუმრად ეწვია ევროპისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ავსტრიის ინსტიტუტის დირექტორი პროფ. არნოლდ კამელი.

ავსტრიელმა პროფესორმა ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებს ლექციები წაუკითხა, მათ შორის ბაკალავრიატის სტუდენტებს წაუკითხა ლექცია თემაზე: „ევროკავშირის მმართველობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესი“; მაგისტრატურის სტუდენტებს - „ევროპის სამოქმედო პოლიტიკა“.

ლექციებს ესწრებოდნენ ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებიც.

სამუშაო შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია როგორც სტუდენტებში, ისე პროფესორ-მასწავლებლებში.

დასასრულს პროფესორმა კამელმა უპასუხა დამსწრე აუდიტორიისთვის საინტერესო და აქტუალურ შეკითხვებს.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები