შეხვედრა

05-05-2011
შეხვედრა არაქართველ სტუდენტებთან
 
5 მაისს, სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის მცირე სააქტო დარბაზში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ავალიანი ტექნიკურ უნივერსიტეტში მოსწავლე ეთნიკურად არაქართველ 200-მდე სტუდენტს შეხვდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ სტუ-ის რექტორატის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სასწავლო პროცესში ეთნიკურად არაქართველი ახალგაზრდობის სირთულეებსა და სტუდენტურ ცხოვრებაში აქტიური ინტეგრაციის საკითხებს.
გიორგი ავალიანმა ახალგაზრდებს სამინისტროს მიერ შემუშავებული ახალი ინიციატივები და მიმდინარე პროგრამები გააცნო.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები