InnoCENS სამეწარმეო კურსი ვალენსიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში

20-04-2017 27 მარტიდან - 7 აპრილამდე ვალენსიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში (ესპანეთი) ჩატარდა მეწარმეობის საკითხებში ტრენერთა მომზადების (Trainer of Trainers) „InnoCENS სამეწარმეო კურსი“, რომელიც ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პროგრამის InnoCENS (Enhacing Innovation Competences and Entrepreneurial Skills in Engineering Education) პროექტის ფარგლებში გაიმართა და რომელშიც წარმატებით მიიღო მონაწილეობა საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა.

აღსანიშნავია, რომ პროექტი InnoCENS წარმოადგენს Erasmus+ KA2 აქტივობის საგრანტო ინსტიტუციური განვითარების პროექტს (573965-EPP-1-2016-1-SE-EPPKA2-CBHE-JP) და მიზნად ისახავს ინოვაციური კომპეტენციებისა და სამეწარმეო უნარების ამაღლებას საინჟინრო განათლებაში.

საგრანტო პროექტის კოორდინატორია შვედეთის სამეფო უნივერსიტეტი. პროექტი სამწლიანია და 2019 წელს დასრულდება.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, როგორც პროექტის კონსორციუმის წევრსა და პროექტის პარტნიორ ინსტიტუციას, ზემოაღნიშნულ სასწავლო ღონისძიებაში წარმოადგენდნენ სტუ-ს ასისტენტ პროფესორები ლია რუხაძე (საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების სამსახური, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტი) და ბორის გითოლენდია (სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი).

ტრენინგის ინტენსიურ და საკმაოდ დატვირთულ სამუშაო და სალექციო შეხვედრებზე განხილული იქნა სამეწარმეო საქმიანობაში ინოვაციების დანერგვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი თემები, მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ არსებით საკითხებს, როგორიცაა გუნდური მუშაობის პრინციპები და უნარ-ჩვევების განვითარება; მენტორობის სისტემა; სტარტაპის მდგრადობა (lean startup); დიზაინერული აზროვნება და ბიზნეს მოდელის (ბიზნეს კანვას მოდელი) შემუშავება; სტარტაპებისა და  Spin-offშექმნა და მათი მუშაობისპრინციპები; ბაზრის სეგმენტაცია და მომხმარებლის განვითარება; დაფინანსების წყაროების მოძიებისა და ორგანიზებულ საქმიანობაში თანხის მოზიდვის საშუალებები (fundraising); ონლაინ მარკეტინგი; სტრატეგიული გეგმის შედგენა; მეწარმეობითი უნარების  განვითარების ხელშემწყობი ფაქტორიები, ბიზნეს ინკუბატორებისა და აქსელერატორების მუშაობის სპეციფიკა; გასაუბრების ხელოვნება; ღირებული წინადადებების შეთავაზება (ღირებულებათა ჯაჭვი); პრეზენტაციის ტექნიკა.

პროექტის მონაწილეები, ასევე, გაეცნენ ვალენსიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი წარმატებული სტარტაპების მუშაობის სპეციფიკას უშუალოდ სამუშაო პროცესში.

აღსანიშნავია, რომ ტრენერთა მომზადების კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ პროექტის მონაწილეებს გადაეცათ მიღებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი შესაბამისი - (Trainer of Trainers) - სერტიფიკატები.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები