პრეზენტაცია

07-05-2011
პრეზენტაცია
 
6 მაისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩინური კომპანიის ”ჰუავეის” წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს. შეხვედრას სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ჩინელმა სტუმრებმა შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინეს ინფორმაცია ახალი ტექნოლოგიების, კერძოდ, “Cloud Desktop System”-ის შესახებ.
შეხვედრაზე ასევე, განიხილეს ჩინურ კომპანიასა და ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის საკითხები სტუ-ში აღნიშნული საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები