ბუნდესტაგის საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია (IPS) - 2018

10-05-2017 გერმანიის პარლამენტი ბერლინის უნივერსიტეტებთან ერთად ყოველ წელს პოლიტიკურად დაინტერესებულ ახალგაზრდებს აძლევს უნიკალურ შანსს, უშუალოდ გაეცნონ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესებს.

სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ახალგაზრდებს მსოფლიოს 41 ქვეყნიდან. აღნიშნული სტიპენდია უკვე მიიღო 2200 სტიპენდიატმა, აქედან 63 საქართველოდან იყო.

პროგრამის მთავარ ნაწილს წარმოადგენს 15-კვირიანი მუშაობა გერმანიის პარლამენტის ერთ-ერთი დეპუტატის ოფისში.

პროგრამის ფარგლებში გერმანიის პარლამენტი იხდის სამგზავრო, საცხოვრებელ, სადაზღვევო ხარჯებს და ასევე, ყოველთვიურ სტიპენდიას.

კონკურსში მონაწილეობის წინაპირობებია:

• საქართველოს მოქალაქეობა
• დასრულებული საუნივერსიტეტო განათლება
• გერმანული ენის ძალიან კარგი ცოდნა
• პოლიტიკური და საზოგადოებრივი ურთიერთკავშირებისა და გერმანიის ისტორიისადმი გამოკვეთილი  ინტერესი
• საზოგადოებრივი და პოლიტიკური აქტიურობა
• ასაკობრივი ზღვარი: 30 წლამდე ასაკი პროგრამის დაწყების მომენტისთვის
განაცხადების შეტანის ბოლო ვადა 2017 წლის 30 ივნისია.

დაწვრილებითი ინფორმაცია სასტიპენდიო პროგრამისა და საგანაცხადო დოკუმენტაციის შესახებ იხილეთ შესაბამის ბმულზე.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები