პრეზენტაცია „დიზაინის საწყისებთან“

პრეზენტაცია „დიზაინის საწყისებთან“

10-05-2017 11 მაისს, 14:00 სთ., საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის ორგანიზებით, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმში გაიმართება პრეზენტაცია „დიზაინის საწყისებთან“.

პრეზენტაციას ჩაატარებს მუზეუმცოდნე, ნინო კოვზიაშვილი (ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ეროვნული მუზეუმის შუა საუკუნეების უფროსი ასისტენტი).

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმში დაცული არქივი და ასევე, მუზეუმში განხორციელებული პროექტები.

ღონისძიების შესახებ იხილეთ ბმული.

 

სიახლეებში დაბრუნება