სტუდენტური სემინარი Urban Lab - REკონცეფცია

სტუდენტური სემინარი Urban Lab - REკონცეფცია

08-05-2017 17-18 მაისს, თბილისის სამხატვრო აკადემიაში, "შემოქმედებითი საქართველოს“ ორგანიზებით გაიმართება სტუდენტური სემინარი Urban Lab - REკონცეფცია.

სემინარის ორგანიზატორია სსიპ "შემოქმედებითი საქართველო", მხარდამჭერები: თბილისის მერია, ევროკავშირისა დააღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და კრეატიულობის პროგრამა, თბილისის სამხატვრო აკადემია და თბილისის მთავარი ბიბლიოთეკა.

პროექტის მიზანია მონაწილეთა მიერ კონკრეტული სივრცის შემოქმედებით-რეკრეაციული განვითარების გეგმის ჩამოყალიბება.

სემინარის ფარგლებში მონაწილეები შექმნიან სამუშაო ჯგუფებს და იმუშავებენ იდეაზე, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს თბილისის მთავარი ბიბლიოთეკა და გადაიქცეს იგი მრავალფუნქციურ შემოქმედებით ცენტრად. სტუდენტებს მენტორობას გაუწევენ შესაბამისი დარგის პროფესიონალები. სემინარის განმავლობაში სტუდენტები მიიღებენ გამოცდილებას გუნდურ მუშაობაში და შეიძენენ პროექტის წერის უნარებს.

სემინარის ბოლოს გაიმართება დამუშავებული კონცეფციების პრეზენტაცია, სადაც საგანგებოდ შერჩეული ჟიური გამოავლენს გამარჯვებულ გუნდს.

„შემოქმედებითი საქართველო“ გამარჯვებული პროექტის განხორციელებას დაეხმარება ადვოკატირების, კონსულტაციების, დაფინანსების წყაროების მოძიებისა და პარტნიორობის გზით.

სემინარის ყველა მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

სტუდენტური სემინარის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი.

 

სიახლეებში დაბრუნება