საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს წევრობის კანდიდატურები

საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს წევრობის კანდიდატურები

08-05-2017 საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო შედგება უნივერსიტეტის შესაბამისი დარგის/სპეციალობის დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პროფესორებისაგან, ასოცირებული პროფესორებისაგან, ემერიტუსებისა და აგრეთვე უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის შესაბამისი დარგის/სპეციალობის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლებისა და მთავარი მეცნიერ-თანამშრომლებისაგან.

საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება მოწვეული იქნენ შესაბამისი დარგის/სპეციალობის დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირები საქართველოდან და უცხოეთიდან. საბჭოს წევრობის კანდიდატებმა თანხმობა საბჭოს წევრობაზე წერილობით უნდა დაადასტურონ.

საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს წევრები შეირჩევიან სტუ-ის აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული კრიტერიუმებისა და წესის შესაბამისად. მათ კანდიდატურებს წარმოადგენს ფაკულტეტის საბჭო, აკადემიური საბჭოს რომელიმე წევრი. გარდა ამისა, საბჭოს წევრობის მსურველმა შეიძლება პირადად დაასახელოს თავისი კანდიდატურა.

 

სიახლეებში დაბრუნება