ფინანსთა სამინისტროს აკადემია - კონკურსი სტუდენტებისთვის

ფინანსთა სამინისტროს აკადემია - კონკურსი სტუდენტებისთვის

08-05-2017 ფინანსთა სამინისტროს აკადემია აცხადებს კონკურსს სტუდენტებისათვის შემდეგ სასწავლო კურსზე:

- „საჯარო ფინანსების მართვის საფუძვლები“ (კურსი განსაზღვრულია საჯარო სამსახურში დასაქმების მსურველთათვის)
- „ფინანსების მართვის პრინციპები კერძო კომპანიებში“ (კურსი განსაზღვრულია სამეწარმეო სუბიექტებში დასაქმების მსურველთათვის)

ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მიერ სტუდენტებისთვის დაგეგმილი სასწავლო კურსების მიზანია, შესძინოს მათ პრაქტიკული ცოდნა საჯარო და კერძო სექტორში ფინანსების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ და პრაქტიკული მაგალითებისა და ქეისების საშუალებით გაიღრმავონ ცოდნა ისეთ თემებში, როგორიცაა:
 
საჯარო ფინანსების მართვის საფუძვლები
- საჯარო სამსახურში საქმიანობის სამართლებრივი და ეთიკური სტანდარტები (9 სთ)
- საგადასახადო კანონმდებლობა (30 სთ)
- ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლები და ფინანსური აღრიცხვა/ანგარიშგება საჯარო სექტორში  (სახაზინო პროცედურების ჩათვლით) (60 სთ)
- ფინანსური მოდელირება ექსელში (14 სთ)

4 მოდულის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან შემდეგ საკითხებს: ბუღალტრული აღრიცხვის  მეთოდი, მისი რეგულირება საჯარო სექტორში, ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის შესაბამისობა საბიუჯეტო კლასიფიკაციასთან, ფინანსური ანგარიშგების წარმოება, ექსელის პროგრამის ეფექტური გამოყენება,  ფინანსური ანგარიშგების ასახვა და განთავსებული ინფორმაციის ანალიზი Ms. Excel-ის გამოყენებით, საქართველოს საგადასახადო სისტემის ძირითადი პრინციპები, გადასახადების  გამოანგარიშებისა და დეკლარირების წესი, ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობის სამართლებრივი ფორმები და პრინციპები, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ასპექტები და საჯარო მოსამსახურეთა პასუხისმგებლობის საკითხები.
 
განრიგი:
  • დღეები: ორშაბათი, ოთხშაბათი
  • საათი: 18:30- 21:30
  • 31 მაისი  – 17 ივლისი (პირველი ეტაპი)
  • 18 სექტემბერი - 22 დეკემბერი (მეორე ეტაპი)
ფინანსების მართვის პრინციპები კერძო კომპანიებში
- ბიზნეს - კანონმდებლობა (კანონი მეწარმეთა შესახებ) (3 სთ)
- საგადასახადო კანონმდებლობა (33 სთ)
- ბუღალტრული აღრიცხვა სამეწარმეო სუბიექტებში (საერთაშორისო საბუღალტრო სტანდარტების გამოყენებით) (60 სთ)
- ფინანსური მოდელირება ექსელში (14 სთ)

4 მოდულის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან შემდეგ საკითხებს: ბუღალტრული აღრიცხვის  არსი, საბუღალტრო აღრიცხვის მოქმედი საერთაშორისო სტანდარტები, ფინანსური ანგარიშგების სტრუქტურა და ინფორმაციის წარდგენის ძირითადი მოთხოვნები, ფულადი სახსრების მართვა, ფინანსური ანგარიშგების ელემენტების ურთიერთკავშირი, ექსელის პროგრამის ეფექტური გამოყენება,  ფინანსური ანგარიშგების ასახვა და განთავსებული ინფორმაციის ანალიზი Ms. Excel-ის გამოყენებით, საქართველოს საგადასახადო სისტემის ძირითადი პრინციპები, გადასახადების  გამოანგარიშებისა და დეკლარირების წესი, მეწარმე სუბიექტის დაფუძნება, სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია, მეწარმე სუბიექტების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები და უფლება მოვალეობანი საქართველოში.
 
განრიგი:
  • დღეები:  სამშაბათი, ხუთშაბათი
  • საათი: 18:30- 21:30
  • 30 მაისი  – 13 ივლისი (პირველი ეტაპი)
  • 19 სექტემბერი - 22 დეკემბერი (მეორე ეტაპი)
თითოეული მოდულის დასრულების შემდეგ გათვალისწინებულია გამოცდა,  ოთხივე მოდულის გამოცდების შედეგებით განისაზღვრება სერტიფიკატის ხარისხი.
 
თითოეულ ჯგუფში განსაზღვრულია 22 მსმენელის შერჩევა.
 
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ფინანსური, ბიზნესის ადმინისტრირებისა და ეკონომიკური მიმართულების ბაკალავრის დამამთავრებელი კურსის ან სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს.

წარსადგენი დოკუმენტაცია:
  • სამოტივაციო წერილი
  • რეზუმე ( CV)
  • ცნობა GPA-ის შესახებ
  • ნიშნების ფურცელი
  • უპირატესობა მიენიჭება მაღალი GPA-ის მქონე სტუდენტებს.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 16 მაისი,  2017 წ.

გასაუბრება: 22-24 მაისი,  2017 წ.

საკონტაქტო პირი:
სალომე ღლონტი (საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის მენეჯერი) 
ტელ: + 995 32 2 26 10 26 (1115)
ელ. ფოსტა: academy@mof.ge
 
Subject-ში უნდა მიეთითოს სასურველი სასწავლო კურსის დასახელება,  წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

 

სიახლეებში დაბრუნება