Erasmus+ - სალექციო კურსი - ერთიანი და ყოვლისმომცველი კომპიუტინგი

01-05-2017 1-4 მაისს, 12:00 – 15:00 სთ., საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (სტუ-ს IV კორპუსი, აუდიტორია N401), სალექციო კურსს ჩაატარებს კილის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის (გერმანია) კომპიუტერული მეცნიერებებისა და ელექტროინჟინერიის ფაკულტეტის პროფესორი რობერტ მანცკე.

აღსანიშნავია, რომ პროფ. რობერტ მანცკე კილის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორია და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს აკადემიური პერსონალის მობილობის ფარგლებში (1-5 მაისი), რომელშიც მონაწილეობს სტუ და რომლის კოორდინატორია კილის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი.

სალეციო კურსის თემატიკას წარმოადგენს ე.წ. ერთიანი და ყოვლისმომცველი კომპიუტინგი (Ubiquitous and Pervasive Computing) და ლექციებზე დასწრება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას და შეუძლიათ კომპიუტერთან და სმარტფონებთან მუშაობა (დაწყებით დონე).

გერმანელი პროფესორის სტუ-ში მობილობის ფარგლებში, ასევე, იგეგმება სამუშაო შეხვედრების ჩატარება სტუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, სადაც განხილული იქნება როგორც მიმდინარე, ისე ახალ ერთობლივ პროექტებთან დაკავშირებული დეტალები და სამომავლო პერსპექტივები.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები