საერთაშორისო ფესტივალი “ჩვენებურები”

28-04-2011
საერთაშორისო ფესტივალი “ჩვენებურები”
 
26 აპრილს, ამერიკის შეერთებული შტატების ქ. ნიუ იორკში  საერთაშორისო ფესტივალი “ჩვენებურები” იხსნება.
29 აპრილს კოლუმბიის უნივერსიტეტის საკონცერტო დარბაზში გაიმართება ფესტივალის პროგრამით გათვალისწინებული გალა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო ქორეოგრაფიული ანსამბლი “მერანი”, ტრიო “შალვა ჩემო” და სათვისტომოსთან არსებული მხატვრულ-შემოქმედებითი კოლექტივები.
კონცერტებს მსახიობი ცუცა კაპანაძე უძღვება.                      
1 მაისს იგივე პროგრამა წარმოდგენილი იქნება ვაშინგტონში, ხოლო 2 მაისს - ფილადელფიაში.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები