Erasmus+ - ლექცია-პრაქტიკული სემინარი "კერამიკა - წარსულის და მომავლის მასალა"

Erasmus+ - ლექცია-პრაქტიკული სემინარი "კერამიკა - წარსულის და მომავლის მასალა"

26-04-2017 28 აპრილს, 13:00 სთ., საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლაში გაიმართება თურქი დიზაინერ-ინჟინერის, ასისტ. პროფესორ ოზგურ ჩენგიზის (Özgür Cengiz) ლექცია-პრაქტიკული სემინარი „კერამიკა - წარსულისა და მომავლის მასალა“ (CERAMICS - A MATERIAL OF PAST AND FUTURE").

პრაქტიკული სემინარი Erasmus+ მობილობის პროექტის ფარგლებში ხორციელდება, რომელშიც მონაწილოებს ტექნიკური უნივერსიტეტი და რომლის კოორდინატორია თურქეთის აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტი.

აღსანიშნავია, რომ ქალბატონი ოზგურ ჩენგიზი აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების კერამიკის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორია და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალის მობილობის ფარგლებში (24 – 28 აპრილი) კითხულობს ლექციებს და წარმოადგენს პრეზენტაციებს აფიონისა და აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტის შესახებ.

ლექცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე.

დასწრება თავისუფალია.

 

სიახლეებში დაბრუნება