რეზერვისტთა ბაზა

02-05-2007

მუხროვანის რეზერვისტთა მომზადების ბაზაზე რექტორი ჩავიდა

დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა არჩილ მოწონელიძემ, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ქეთი ქოქრაშვილმა, ადმინისტრაციისა და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მუხროვანის რეზერვისტთა მომზადების ბაზაზე მყოფი სტუდენტები მოინახულეს, რომელთაც წიგნები და საჩუქრები ჩაუტანეს.

“ძალიან კმაყოფილი ვარ. ეს 18 დღე დაუვიწყარი იქნება ამ ახალგაზრდებისთვის”, - განაცხადა არჩილ მოწონელიძემ.

სამხედრო ბაზის მეთაურის თქმით, ეს საუკეთესო ნაკადია ყველა იმ ნაკადს შორის, რომელთაც მუხროვანის ბაზაზე აქამდე მომზადება გაუვლიათ.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები