საქართველოს მთავრობის ევროატლანტიკური ინტეგრაციის სტრატეგიის განხილვა

21-04-2017 24 აპრილს, 15:00 სთ., საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (შეხვედრების ოთახი, ადმინისტრაციული კორპუსი) სტუ-ს „კავკასიის ისტორიის გეოპოლიტიკის და ეკონომიკური კვლევების“ ცენტრის ორგანიზებით, ტარდება „ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების კომუნიკაციის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგია 2017-2020 წლებისთვის“ განხილვა.

ღონისძიებაზე მთავარი მომხსენებელი იქნება საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ბატონი ვიქტორ დოლიძე, ხოლო მოდერატორი - ნიკოლოზ მეტრეველი, ტექნიკური უნივერსიტეტის „კავკასიის ისტორიის გეოპოლიტიკის და ეკონომიკური კვლევების“ ცენტრის დირექტორი.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები