ესეების კონკურსი "მდგრადი განვითარების მიზნები და საქართველო"

12-04-2017 „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) აცხადებს ესეების კონკურსს სტუდენტებისთვის "მდგრადი განვითარების მიზნები და საქართველო".

კონკურსთან დაკავშირებით  დეტალური ინფორმაციისათვის სპეციალური საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება 2 მაისს,17:00 სთ, რესტორან “ლოლიტა”-ს საკონფერენციო დარბაზში (მის: ჭოველიძის  N7,  III სართული). საინფორმაციო შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია, არაუგვიანეს 2017 წლის 26 აპრილისა. 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს.   

საკონკურსო ნაშრომების უნდა გაიგზავნოს ელ-ფოსტაზე: contest@idfi.ge, არაუგვიანეს 2017 წლის 21 მაისისა.
 
კონკურსში გამარჯვებული და პირველ ადგილზე გასული სტუდენტი დაჯილდოვდება ტექნიკის მაღაზიის 1000-ლარიანი სასაჩუქრე ბარათით, ხოლო II და III ადგილის მფლობელებს კი გადაეცემათ სპეციალური პრიზები მდგრადი განვითარების მიზნების საერთაშორისო ფორუმზე. 
 
ესეების კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები