შპს „ქართუ უნივერსალი“ - ვაკანსია კონსულტანტის პოზიციაზე

10-04-2017 თოლია (შპს „ქართუ უნივერსალი“) აცხადებს ვაკანსიას სტუდენტებისთვის კონსულტანტის პოზიციაზე.

მოვალეობები:
• თოლიას სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის გაყიდვა (მათ შორის ჩამოსასხმელი ნაყინის);
• მომხმარებელთან კომუნიკაცია;
• სალაროსთან მუშაობა;
• პროდუქციის დალაგება.

მოთხოვნები:
• სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში (სასურველია სწრაფი კვების ობიექტი, სუპერმარკეტი);
• სასურველია ინგლისური და/ან რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
• სასურველია სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გააგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ. მისამართზე: tolia@hroutsourcing.ge.

ელ-ფოსტის სათაურში (გრაფაში "subject") უნდა მიეთითოს ვაკანსიის დასახელება.

კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2017 წლის 30 აპრილი.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები