RETHINKe პროექტი - საპილოტე აქტივობა

07-04-2017 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი, ტემპუსის პროგრამის RETHINKe პროექტის ფარგლებში აცხადებს საპილოტე აქტივობას - დოქტორანტის/ახალგაზრდა მკვლევრის ლისაბონის უნივერსიტეტში მივლინებას 3 თვით.

განაცხადის წარდგენის ინსტრუქცია
ევროკომისიის ტემპუსის პროგრამის მიერ დაფინანსებული RETHINKe პროექტი აცხადებს არქიტექტურის ან  ურბანისტიკის ორმაგი ხარისხის სადოქტორო პროგრამის ფარგლებში სამთვიანი ტრეინინგის კურსს საპილოტე დოქტორანტი სტუდენტებისათვის/ახალგაზრდა მკვლევრებისთვის ლისაბონის უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე - FAUL (პორტუგალია). აღნიშნული  კურსი ფარავს სტუ-ს დოქტორანტ სტუდენტების/ახალგაზრდა მკვლევრების 3-თვიანი ტრეინინგის/კვლევითი  აკადემიური პერიოდის  ხარჯებს პორტუგალიაში 2016/2017 სასწავლო წლისათვის.

აღნიშნული პერიოდის განმავლობაში დოქტორანტებს/ახალგაზრდა მკვლევრებს  შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ არქიტექტურის/ურბანისტიკის რამოდენიმე კურსს, რომლის მიზანია დოქტორანტებს შეექმნათ პროგრამის  ზუსტი აღქმა, გარკვეული წარმოდგენა საუნივერსიტეტო გარემოზე - ნაშრომის მიზნებზე, სასწავლო პროგრამების კურუკულუმებზე, პროგრამის პროფესურაზე, აკადემიურ პერსონალზე, ინფრასტრუქტურასა და  საცხოვრებელ პირობებზე. ყოველივე ზემოთ აღნიშნული ხელს შეუწყობს RETHINKe პროექტის ფარგლებში არქიტექტურის/ურბანისტიკის ორმაგი ხარისხის სადოქტორო პროგრამის   შემოწმება/გადამოწმებასა და გაუმჯობესებას.

მონაწილეობის პირობები და პროგრამის მოთხოვნები:
- აღნიშნულ სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ   დოქტორანტებს/ ახალგაზრდა მკვლევრებს, რომლებიც არიან  რეგისტრირებულნი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და აკმაყოფილებენ  პროგრამაზე დაშვების  შემდეგ კრიტერიუმებს:
- სტუდენტები/ახალგაზრდა მკვლევრები უნდა იყვნენ ჩართულები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ შემუშავებულ არქიტექტურულ და ურბანულ კვლევებში, როგორიცაა არქიტექტურის სადოქტორო პროგრამა  ან  ურბანისტიკის სადოქტორო პროგრამა (უნდა იყოს წარმოდგენილი აღნიშნულის  დამადასტურებელი საბუთი)
- პროგრამის მიხედვით მოთხოვნილია B2 ინგლისური ენის ცოდნის დონე. დოქტორანტებმა/ახალგაზრდა მკვლევრებმა უნდა წარმოადგინონ ერთ-ერთი, საერთაშორისო დონეზე აღიარებული სერტიფიკატი (კემბრიჯი, TOEFL, ILTS, TELC და ა.შ.) (უნდა იყოს წარმოდგენილი აღნიშნულის  დამადასტურებელი საბუთი)
- აკადემიური მონაცემები (GPA) გამოითვლება ე.წ. GPA კალკულატორის /ან კანდიდატის სადოქტორო დიპლომის ხარისხის მიხედვით
- ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში)
- კანდიდატმა უნდა გააგზავნოს შესაბამისი CV, სარეკომენდაციო წერილები და ზემოაღნიშნული დოკუმენტები პროექტის ადგილობრივ კოორდინატორთან, ქალბატონ  ნინო ჩაჩავასთან, ელექტრონულ მისამართზე n_chachava@gtu.ge, არაუგვიანეს 2017 წლის 24 აპრილისა

შერჩევის პროცესი
სტუ და FAUL ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად  განახორციელებენ კანდიდატების შეფასებასა და შერჩევას. აღნიშნული პროცედურები დაფუძვნებული იქნება აკადემიური დამსახურების საფუძველზე, გამჭვირვალობის პრინციპის დაცვით.

პროგრამაში ჩარიცხვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება შერჩეულ კანდიდატს გაეგზავნება ადგილობრივი კოორდინატორის მიერ, 2017 წლის 26 აპრილამდე. 
შერჩევის შედეგები გამოქვეყნებული იქნება  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუციურ ვებგვერდზე.

საგულისხმოა, რომ RETHINKe პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მხოლოდ ერთი ვაკანსიის დაფინანსება.

ფინანსური პირობები 
RETHINKe გრანტის მიმღები მიიღებს დაფინანსებას 4 500 ევროს ოდენობით (1500 ევრო თვეში). აღნიშნული თანხით  გრანტის მიმღებმა უნდა უზრუნველყოს ვიზის, დაზღვევის და ლისაბონში ცხოვრების ხარჯების დაფარვა (ტემპუსის სახელმძღვანელო პროგრამის შესაბამისად). მგზავრობის ხარჯები დაიფარება RETHINKe პროექტის მიერ.

განაცხადები მიიღება 7 აპრილიდან 24 აპრილის ჩათვლით.

საკონსულტაციო დღე 
11 აპრილი, 10:00-12:00 სთ.
სტუ-ს არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანატი

საკონტაქტო პირი - ნინო ჩაჩავა, პროექტის ადგილობრივი კოორდინატორი
ელ.ფოსტა: n_chachava@gtu.ge

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები