სტაჟირების პროგრამა კომპანიაში AECOM

სტაჟირების პროგრამა კომპანიაში AECOM

06-04-2017 5 აპრილს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა, სადაც AECOM - ცნობილი საერთაშორისო სამშენებლო-საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენლები შეხვდნენ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის; ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის; სამშენებლო და სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტებიდან.

შეხვედრას უძღვებოდა პროფ. გიორგი სალუქვაძე. AECOM კომპანიის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ კომპანიის რეგიონალური დირექტორი დავით ნიკურაძე, პროექტის ადმინისტრატორი ნინო არჯევანიძე და არქიტექტორი თამარ ბაქრაძე.

ბ-ნმა დავით ნიკურაძემ სტუდენტებს გააცნო კომპანიის საქმიანობა, მათ მიერ განხორციელებული პროექტები როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს მასშტაბით. მან ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს წარმოუდგინა დასაქმების მიზნით კომპანიის მიერ გამოცხადებული სტაჟირების პროგრამა, რომლის ხანგრძლივობა 3 თვეა.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველთათვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები შემდეგია:
• დამამთავრებელი კურსის ან მაგისტრატურის სტუდენტი (არქიტექტორი, ლანდშაფტის არქიტექტორი, მექანიკური ინჟინერი, ელექტროინჟინერი, გეოდეზისტი, ინფრასტრუქტურის ინჟინერი, მშენებელ-ინჟინერი)
• ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
• აქტიური და განვითარებაზე ორიენტირებული
• კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Windows), AutoCAD, Adobe
• ინგლისური და რუსული ენის ცოდნა
• მაღალი აკადემიური მოსწრება
• ანალოგიურ პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება უპირატესობად ჩაითვლება 
 
წარსადგენი დოკუმენტაცია:
• CV (ინგლისურად შევსებული)
• სამოტივაციო წერილი (მხოლოდ ინგლისურად)
• მინიმუმ ორი სარეკომენდაციო წერილი (ქართულად/ინგლისურად)
• პორტფოლიო (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
 
დაინტერესებულმა პირებმა შესაბამისი საბუთები უნდა გააგზავნონ ელ. ფოსტაზე hr.georgia.europe@aecom.com. ელ. წერილის სათაურში მითითებული უნდა იყოს ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, განცხადება არ იქნება განხილული.

შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 14 აპრილი.

კომპანია დაუკავშირდება შერჩეულ კანდიდატებს.

კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი.
 

 

სიახლეებში დაბრუნება