სასწავლო სასერტიფიკატო პროგრამა „დამოუკიდებელი ყაზახეთი, ისტორია და თანამედროვეობა“

04-04-2017 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „კავკასიის ისტორიის გეოპოლიტიკისა და ეკონომიკური კვლევების ცენტრის“ ორგანიზებით, იწყება სასწავლო სასერტიფიკატო პროგრამა „დამოუკიდებელი ყაზახეთი, ისტორია და თანამედროვეობა“.

სასწავლო სასერტიფიკატო პროგრამის მიზანია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღონ კვალიფიციური ინფორმაცია ყაზახეთის რესპუბლიკის ისტორიაზე, ეკონომიკაზე და პოლიტიკურ სისტემაზე.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გააგზავნონ პირადი მონაცემები (სახელი, გვარი, ელექტრონული მისამართი და მობილური ნომერი) ელ.ფოსტაზე: tatulidarsalia@gmail.com.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა - 2017 წლის 10 აპრილი.

სასერტიფიკატო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ ტექნიკური უნივერსიტეტის კავკასიის ისტორიის გეოპოლიტიკისა და ეკონომიკური კვლევების ცენტრს, ტელ.:  598 57 89 76.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები