საერთაშორისო კონფერენცია

20-04-2011
საერთაშორისო კონფერენცია
ინფორმაციის ბუნება და სინერგია: მდგრადობა და უსაფრთხოება
 
 
20 აპრილს, სტუ-ში, ნატო-ს დახმარებითა და ფინანსური მხარდაჭერით, გაიხსნა საერთაშორისო კონფერენცია, სახელწოდებით “ინფორმაციის ბუნება და სინერგია: მდგრადობა და უსაფრთხოება”.
 
ღონისძიების მთავარი ორგანიზატორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტია. ღონისძიებას მხარს უჭერენ ევროპისა და აშშ-ს ცნობილი აკადემიური ცენტრები და საგანმანათლებლო ორგანიზაციები. კონფერენციის პროგრამა საინფორმაციო-საკომუნიკაციო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ყველა ძირითად მეთოდსა და მიმართულებას მოიცავს. მოწვეულ და  ზეპირ მოხსენებებში განხილული იქნება ისეთი საკითხები, რომლებიც უკავშირდება თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო მეცნიერების ყველა მთავარ დარგსა და ტექნოლოგიებს მდგრადი და უსაფრთხო განვითარებისათვის.
 
კონფერენციის ფარგლებში გაიმართება დისკუსიები და შეხვედრები მრგვალ მაგიდასთან, დაგეგმილია შეხვედრები უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებთან. ღონისძიებაზე დასასწრებად მსოფლიოს 20 ქვეყნის, მათ შორის საფრანგეთის, აშშ-ს, ლიტვის, უკრაინის, ყაზახეთის და სხვა ქვეყნების თანამედროვე საინფორმაიო-საკომუნიკაციო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების 43 წამყვანი სპეციალისტი და მეცნიერი ეწვია.
 
კონფერენციის ფარგლებში, 20 აპრილს ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ლიტვის კლაიპედას უნივერსიტეტს. ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს სამეცნიერო და კვლევითი მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობას, ხელი მოაწერეს სტუ-ის რექტორმა, პროფ. არჩილ ფრანგიშვილმა და კლაიპედას უნივერსიტეტის რექტორმა, პროფ. ჟულკუს ვალდასმა.
 
კონფერენცია 24 აპრილს დასრულდება.
 
 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები