ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა პოზნანის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტში - 2017/18 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი

04-04-2017 პოზნანის სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებათა უნივერსიტეტი (პოლონეთი) (Poznan University of Life Sciences - PUELS) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2017-2018 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისათვის (I სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

მაგისტრატურის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 10.05.17 

შიდა საუნივერსიტეტო ტესტირება უცხო ენაში: 12.05.17 

ნომინანტების წარდგენის ბოლო ვადა: 19.05.17 

ERASMUS+ სტუდენტებისთვის სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

სასწავლო კურსებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ. (უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერ-ინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია სატყეო სპეციალობის საგანმანათლებლო პროგრამა).

აკადემიურ კალენდართან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

აპლიკანტების შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ აპლიკანტებს, რომლებსაც აქვთ შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და, ამავე დროს, უცხოური ენის ფლობის მაღალი დონე.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ სოციალურად დაუცველსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.


შერჩევის პროცედურა

აკადემიური პერსონალისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 10.05.17 

შიდა საუნივერსიტეტო ტესტირება უცხო ენაში: 12.05.17 

ნომინანტების წარდგენის ბოლო ვადა: 19.05.17 

პოზნანის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებათა უნივერსიტეტში ERASMUS+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

აკადემიურ კალენდართან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

აკადემიური პერსონალის მობილობა განხორციელდება მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით, ზამთრისა და გაზაფხულის სემესტრების განმავლობაში (უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერ-ინსტიტუციონალური ხელშეკრულების საფუძველზე პრიორიტეტი მიენიჭება სატყეო მიმართულებებას).

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები