სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია "სამთო და გეოლოგიური დარგების განვითარებისა და სპეციალისტთა მომზადების პრობლემები"

სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია "სამთო და გეოლოგიური დარგების განვითარებისა და სპეციალისტთა მომზადების პრობლემები"

04-04-2017 31 მარტს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია "სამთო და გეოლოგიური დარგების განვითარებისა და სპეციალისტთა მომზადების პრობლემები". ღონისძიება ორგანიზებული იყო სტუ-ს სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტისა და საქართველოს სამთო საზოგადოების ინიციატივით.

კონფერენციაზე განხილული იქნა  სამთო და გეოლოგიური მიმართულებით ახალაგაზრდა სპეციალისტთა მომზადების პერსპექტივები საქართველოში და დარგის განვითარების პრობლემები.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში მოქმედი სამთო და გეოლოგიური პროფილის 20-ზე მეტი უმსხვილესი საწარმოს წარმომადგენლებმა (ჯორჯიან მანგანეზი,  საქნახშირი (ჯი-აი-ჯი) ჯგუფი; ჰაიდელბერგცემენტი; RMG COLD, RMG COOPER; საქფეთქმრეწვი; CMG ჯგუფი; საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი; გარემოს დაცვის სამინისტრო; ყაზტრანსგაზ თბილისი; გეოტექსერვისი; ნავთობისა და გაზის კორპორაცია და სხვა ნავთობმომპოვებელი კომპანიები). მათ გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები ახალი საგანმანათლებლო პროგრამების სტრუქტურისა და შინაარსის შესახებ და გამოხატეს მზადყოფნა, მონაწილეობა მიიღონ განახლებული საგანმანათლებლო პროგრამის შედგენაში, ყოველმხრივ შეუწყონ ხელი სასწავლო და საწარმოო პრაქტიკების ორგანიზებას, იზრუნონ ფაკულტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებაზე.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა სტუ-ს რექტორი აკად. ა. ფრანგიშვილი.

 

სიახლეებში დაბრუნება