სტუ-ს ღვაწლმოსილი ქალბატონების სხოვნის საღამო

სტუ-ს ღვაწლმოსილი ქალბატონების სხოვნის საღამო

28-03-2017

23 მარტს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციის  ინიციატივით ჩატარდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ღვაწლმოსილი ქალბატონების სხოვნის საღამო. 

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადსხვა ფაკულტეტების აკადემიურმა და დამხმარე პერსონალმა. სხდომაზე პატივი მიაგეს ქალბატონების: თინა ჩიჩუას, ლია ვარაზაშვილის, ნელი ქუჩულორიას, ეთერ გიორგიძის, ცისანა გოგუაძის, ანნა ნარიმანიძის, ლამარა კერესელიძის, ლამარა ცინცაძის, ოლგა ქურდოვანიძის,  ლაურა ბერეჟიანის, ლია ბოკუჩავას, მარგო ბიტიევას, ეთერ პატარიძე-ღოღობერიძის, ინგა პოკლებას, ელენე სემილეტოვას, ნინო ნინუას, მეია ჯაყელის, ქეთევან ჟუჟუნაშვილის,  თამარ თავშავაძის, ლიდია წულუკიძის, ნინო ჯიჯავაძის, ჟანა კომპანიონის, ნელი გოფმანის, ელენე ნანობაშვილის, თამარ მხეიძისა და სხვათა ხსოვნას და გადაუხადეს სამოქალაქო პანაშვიდი. ასევე, ნაჩვენები იქნა მათი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი მასალის კინომონტაჟი


 

სიახლეებში დაბრუნება