სტაჟირების საპილოტე პროგრამა „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით“ (1+4 პროგრამით)მოსარგებლე პირებისათვის

სტაჟირების საპილოტე პროგრამა „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით“ (1+4 პროგრამით)მოსარგებლე პირებისათვის

28-03-2017 23 მარტს გაიმართა პრეზენტაცია, რომელიც ეხებოდა სტაჟირების საპილოტე პროგრამას იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც "1+4 პროგრამით" სარგებლობენ.

პროექტს ახორციელებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

სტაჟირების საპილოტე პროგრამის მიზანია საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების დასაქმების პერსპექტივის გაუმჯობესება და ამგვარად მათი ჩართულობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაციის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 10 აპრილი.

სარეგისტრაციო ფორმა და პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ შესაბამის ვებგვერდზე.

 

სიახლეებში დაბრუნება