აქცია

14-04-2011
სტუდენტური დედაენის დღე
 
14 აპრილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის ეზოში, სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, გაიმართა დედაენის დღისადმი მიძღვნილი აქცია - “სტუდენტური დედაენის დღე”.
ღონისძიების ფარგლებში, სტუ-ის სტუდენტებმა სპეციალურად მოწყობილ “სამკითხველო დარბაზში” საჯაროდ წაიკითხეს ნაწყვეტები ქართული ლიტერატურული ნაწარმოებებიდან. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით გაიმართა სტუდენტების შეხვედრა ცნობილ ლიტერატორებთან.
ღონისძიებას სტუ-ის სტუდენტებთან ერთად, სტუ-ის პროფესორ-მასწავლელებიც ესწრებოდნენ.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები