ღია კარის დღე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებით დაინტერესებულ პირთათვის

27-03-2017 13 აპრილს, 15:00 სთ., საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (ადმინისტრაციული კორპუსი, გ. ნიკოლაძის დარბაზი), 2017 წლის საგაზაფხულო მიღებაზე გამოცხადებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებით ღია კარის დღე გაიმართება.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი თამარ კაკუტია და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელები, რომლებიც ისაუბრებენ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მნიშვნელობაზე.

მონაწილეებს საშუალება ექნებათ, პირადად გაესაუბრონ მათ და მიიღონ დაწვრილებითი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები