პროექტი „იდებატე!“ - "საქართველოს მომავლის აკადემია"

პროექტი „იდებატე!“ - "საქართველოს მომავლის აკადემია"

27-03-2017 "საქართველოს მომავლის აკადემია" ახორციელებს პროექტს „იდებატე!“. პროექტი წარმოადგენს „საქართველოს მომავლის აკადემიის“ გრძელვადიანი არაფორმალური განათლების ინიციატივას და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში დებატების კულტურისა და კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებას.

პროექტის განხორციელება დაიწყო 2017 წლის 1 თებერვალს და გაგრძელდება 2017 წლის ივნისამდე. 2017 წლის სეზონის პირველი შესარჩევი ტურნირი აპრილის თვის დასაწყისში ჩატარდება. 1, 2 და 3 აპრილს დებატებში მონაწილეობის მსურველთათვის ჩატარდება ტრენინგები და თემატური ლექცია, ხოლო დებატების პირველი შესარჩევი ტურნირი გაიმართება 8 და 9 აპრილს.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებსა და ბაკალავრიატის სტუდენტებს.

დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა მონაწილეობის მისაღებად უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა 2017 წლის 30 მარტამდე.

პროექტთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის ხილვა შესაძლებელია ვებგვერდზე.

საკონტაქტო პირი:
ალექსანდრა შალიბაშვილი
ტელ.: 597 98 77 11
ელ.ფოსტა: geofutureacademy@gmail.com

 

სიახლეებში დაბრუნება