პრეზენტაცია - „რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სადემონსტრაციო პროექტი საქართველოში“

პრეზენტაცია - „რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სადემონსტრაციო პროექტი საქართველოში“

23-03-2017

2017 წლის 24 მარტს,  მეორე კორპუსის 601-ე აუდიტორიაში  9.30 საათზე ჩატარდება რძის პროდუქტებისა და საშენ მასალათა მრეწველობაში  რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სხელმძღვალნელოს პრეზენტაცია, რომელიც გაიმართება UNIDO-ს პროექტის „რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სადემონსტრაციო პროექტი საქართველოში“ ფარგლებში.

აღნიშნულ პროექტს პრეზენტაციაზე წარადგენს ამ პროექტის კოორდინარტორი საქართველოში მალხაზ ადეიშვილი, ხოლო სახელმძღვანელოების პრეზენტაციებს ჩაატარებს საერთაშორისო ექსპერტი ავსტრიიდან იოჰანეს ფრესნერი. პრეზენტაციისას ნაჩვენები იქნება რძის პროდუქტებისა და საშენ მასალათა წარმოებაში გამოყენებული წყლის, ელექტროენერგიისა და საწვავის ხარჯის გამზომი თანამედროვე აპარატურა.

აღნიშნული პროექტის განხილვაში მონაწილეობას მიიღებენ ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტის და სამშენებლო ფაკულტეტის თანამშრომლები და სტუდენტები.


 

სიახლეებში დაბრუნება