9 აპრილი

11-04-2011
სტუდენტებს გვახსოვს 9 აპრილი
 
8 აპრილს, სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით და ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობით, 1989 წლის 9 აპრილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
საღამოზე სიმბოლურად სანთლებით გაანათეს წარწერა “სტუდენტებს გვახსოვს 9 აპრილი” და ცაში გაუშვეს 21 ცის მანათობელი, რომლებზედაც ამოტვიფრული იყო 9 აპრილს დაღუპული პირების სახელები და გვარები. ასევე, დიდ ეკრანზე ნაჩვენები იქნა თომა ჩაგელიშვილის მიერ გადაღებული, 9 აპრილს მიმდინარე პროცესების ამსახველი ფილმი. სტუდენტებმა წაიკითხეს დაღუპულთა მოსახსენიებელი ლოცვა, ხოლო საგალობლები, ტექნიკური უნივერსიტეტის ანსამბლმა “ქართველომ” შეასრულა. 
ღონისძიებას, სტუ-ს სტუდენტებთან ერთად, სტუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები