კონფერენცია

08-04-2011
კონფერენცია საგრანტო პროექტთან დაკავშირებით
 
8 აპრილს, სტუ-ში  რუსთაველის სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტთან დაკავშირებით კონფერენცია ჩატარდა.
 
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტში სრულდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული გრანტის №GNSF/ST 08/5-444 პროექტი “კატასტროფული ჰიდროგლაციოლოგიური მოვლენები (წყალდიდობები, წყალმოვარდნები, ღვარცოფები და თოვლის ზვავები) საქართველოში, მათი პარამეტრების დადგენა, პროგნოზირება და საშიშროების შერბილების რეკომენდაციები”.  
 
კონფერენციაზე  განიხილული იქნა აღნიშნული პროექტის 2010 წლის შედეგები.
 
საგრანტო პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი და მენეჯერია პროფესორი ცისანა ბასილაშვილი. პროექტი 2012 წლის 1-ელ მარტს მთავრდება.
 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები