ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტში - 2017/18 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი

15-03-2017 აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტი (აფიონი, თურქეთი) (Afyon Kocatepe Üniversitesi  - Afyon Kocatepe University - AKU) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2017-2018 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისათვის (I სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 18.04.17 

შიდა საუნივერსიტეტო ტესტირება უცხო ენაში: 21.04.17 

ნომინანტების წარდგენის ბოლო ვადა: 26.04.17 

ERASMUS+ სტუდენტებისთვის სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ

სასწავლო კურსებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ. (უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერ-ინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ისეთი საგანმანათლებლო კურსები, როგორიცაა ბიზნესის ადმინისტრირება, სამართალი, ეკონომიკა, კვების ტექნოლოგია, მასალათმცოდნეობა, გეოლოგია, საჯარო მმართველობა, მათემატიკა, სამშენებლო, მანქანათმშენებლობა, საერთაშორისო ურთიერთობები, ინჟინერია).

აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტში  ERASMUS+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

აპლიკანტების შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ აპლიკანტებს, რომლებსაც აქვთ შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და, ამავე დროს, უცხოური ენის ფლობის მაღალი დონე.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ სოციალურად დაუცველსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.

შერჩევის პროცედურა

აკადემიური პერსონალისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 18.04.17 

შიდა საუნივერსიტეტო ტესტირება უცხო ენაში: 21.04.17 

ნომინანტების წარდგენის ბოლო ვადა: 26.04.17 

აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტში  ERASMUS+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

აკადემიური პერსონალის მობილობა განხორციელდება მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით, ზამთრისა და გაზაფხულის სემესტრების განმავლობაში (უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერ-ინსტიტუციონალური ხელშეკრულების საფუძველზე პრიორიტეტი მიენიჭება  განსაზღვრულია ისეთ სამეცნიერო მიმართულებებს, როგორიცაა ბიზნესის ადმინისტრირება, სამართალი, ეკონომიკა, კვების ტექნოლოგია, მასალათმცოდნეობა, გეოლოგია, საჯარო მმართველობა, მათემატიკა, სამშენებლო, მანქანათმშენებლობა, საერთაშორისო ურთიერთობები, ინჟინერია).



 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები