ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ვიძემეს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში - 2017/18 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი

15-03-2017 ვალმიერას ვიძემეს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (ვალმიერა, ლატვია) (Vidzeme University of Applied Sciences - ViA) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2017-2018 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისათვის (I სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

ბაკალავრიატის, მაგისტრატურის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 18.04.17  
შიდა საუნივერსიტეტო ტესტირება უცხო ენაში: 21.04.17 
ნომინანტების წარდგენის ბოლო ვადა: 26.04.17 

სასწავლო კურსებისათვის დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.  

შერჩეულმა ნომინანტებმა დამატებით რეგისტრაცია უნდა გაიარონ ონლაინრეჟიმში, არაუგვიანეს 2017 წლის 1 მაისისა.

მეტი დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ

საერთაშორისო სტუდენტებისთვის სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

აპლიკანტების შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ აპლიკანტებს, რომლებსაც გააჩნიათ შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და ამავე დროს, უცხო ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ სოციალურად დაუცველ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები