უნივერსიტეტი პარიზი-საკლეი - საერთაშორისო სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამა 2017/18 აკადემიური წლისათვის

14-03-2017 საფრანგეთის უნივერსიტეტი პარიზი-საკლეი (Université Paris-Saclay) აცხადებს საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამას 2017-2018 აკადემიური წლისათვის, მაგისტრატურის საფეხურზე.

განაცხადის გაკეთება შეუძლიათ როგორც ფრანგულენოვან, ისე ინგლისურენოვან სტუდენტებს. აღნიშნული სასტიპენდიო პროგრამა მოიცავს 45 მიმართულებს, რომელიც დაყოფილია 8 სკოლის მიმართულებით: 
1. ბიომრავალფეროვნება, სოფლის მეურნეობა და კვების მრეწველობა, საზოგადოება და გარემო (biodiversity, agriculture and food, society and the environment)
2. ბიოლოგია, მედიცინა და ფარმაცია (biology,medicine and pharmacy)
3. ინჟინერია, საინფორმაციო ტექნოლოგიები (engineering, information science and technology)
4. ფუნდამენტური მეცნიერებები(Basic sciences)
5. სამართალი და პოლიტიკური მეცნიერებები (Law and Political Science)
6. ეკონომიკა, სოციალური მეცნიერებები და მენეჯმენტი (economics,Social Sciences and Management)
7. ჰუმანიტარული მეცნიერებები (humanities)
8. სპორტის მეცნიერებები (Sports Sciences and Human Movement)

დამატებით ინფორმაციას სასწავლო კურსების შესახებ გაეცანით მითითებულ ვებგვერდზე.

სტიპენდიის მოსაპოვებლად განაცხადის გაკეთება შეუძლიათ იმ სტუდენტებს, რომლებიც უნივერსიტეტიდან ელ.ფოსტის მეშვეობით მიიღებენ ოფიციალურ წერილს უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ და სტიპენდიაზე განაცხადის გაკეთების ნებართვას. სტიპენდია გაიცემა მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც სასტიპენდიო ჟიურის გადაწყვეტილებით, ელ.ფოსტის მეშვეობით, მიიღებენ შეტყობინებას დაფინანსების შესახებ.

ამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი.

აღნიშნულ უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე სტიპენდიის მოსაპოვებლად შერჩევა 2 ეტაპად ხორციელდება. საქართველოს მოქალაქეები განაცხადის გაკეთებას შეძლებენ მხოლოდ მეორე ეტაპზე (იხილეთ ვებგვერდი).

დეტალური ინფორმაცია სასტიპენდიო პროგრამის შესახებ იხილეთ დანართში.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები