ლატვიის მთავრობის სტიპენდიები საქართველოს მოქალაქეებისათვის - 2017/2018 აკადემიური სასწავლო წელი

13-03-2017 ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტო გამოყოფს სტიპენდიებს საქართველოს მოქალაქე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის, 2017/2018 აკადემიური სასწავლო წლისათვის და ასევე, სტიპენდიებს საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მსურველებისთვის.
სასტიპენდიო პროგრამაზე მიიღება იმ სტუდენტთა აპლიკაციები, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს სწავლების ერთი აკადემიური წელი. ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის სტიპენდია შეადგენს ყოველთვიურად 500 ევროს, ხოლო დოქტურანტურის სტუდენტებისთვის - 670 ევროს. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კვლევითი ინსტიტუტების აკადემიური და სამეცნიერო პერსონალისთვის სასტიპენდიო პროგრამა გრძელდება 5 თვე და დაფინანსება შეადგენს 300 ევროს თვეში.

ლატვიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური წელი იწყება 1 სექტემბერს და გრძელდება 30 ივნისამდე.

განაცხადის გაკეთების ბოლო ვადაა 2017 წლის 1 აპრილი.

ლატვიის მხარის მიერ შემოთავაზებული სასტიპენდიო პროგრამა მოიცავს, ასევე, საზაფხულო სკოლასაც, სადაც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს.

საზაფხულო პროგრამის განმავლობაში დაფინანსება შეადგენს 711 ევროს.

განაცხადის გაკეთების ბოლო ვადაა 2017 წლის 4 მაისი.

დაფინანსების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ლატვიის სახელმწიფო განათლების განვითარების სააგენტოს შეფასების კომიტეტი.

სტიპენდიის მოსაპოვებლად აპლიკანტმა სააპლიკაციო განაცხადი უნდა გააგზავნოს ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტოში ონლაინ, ვებგვერდის საშუალებით.

დეტალური ინფორმაცია სასტიპენდიო პროგრამების შესახებ  იხილეთ შესაბამის ვებგვერდზე  და დანართში.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები