შეხვედრა კინორეჟისორ ელდარ შენგელაიასთან

12-03-2017 15 მარტს, 18:00 სთ., ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ტელე-კინო ხელოვნების კათედრის ორგანიზებით გაიმართება შეხვედრა კინორეჟისორ ელდარ შენგელაიასთან.

შეხვედრას გაუძღვება კათედრის ხელმძღვანელი, კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი. სტუმარს მიესალმება თსუ-ს რექტორი, ბატონი გიორგი შარვაშიძე. მოწვეულ სტუმრებს შორის იქნებიან ცნობილი საზოგადო მოღვაწეები, კინორეჟისორის მეგობრები და მისი ფილმების მსახიობები. შეხვედრაზე ნაჩვენები იქნება კადრები ელდარ შენგელაიას ფილმებიდან, ახალი ფილმის ტრეილერი.

შეხვედრის ძირითადი ნაწილი დაეთმობა რეჟისორის დიალოგს სტუდენტებთან.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ #1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზი.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები