საზაფხულო სკოლა „მეგაქალაქი მოსკოვი: ურბანული გამოწვევები წარსულსა და აწმყოში“

საზაფხულო სკოლა „მეგაქალაქი მოსკოვი: ურბანული გამოწვევები წარსულსა და აწმყოში“

12-03-2017 2017 წლის 13 – 26 აგვისტოს მოსკოვის საქალაქო უნივერსიტეტი (რუსეთის ფედერაცია) ატარებს საზაფხულო სკოლას „მეგაქალაქი მოსკოვი: ურბანული გამოწვევები წარსულსა და აწმყოში“.

საზაფხულო სკოლა 5 მოდულისგან შედგება:
  • ქალაქის ეკონომიკა და ბიზნეს საწარმოები
  • ქალაქის ფილოსოფია და კულტურა
  • ხელოვნება, კულტურა და სუბკულტურა
  • თანამედროვე რუსული ენა
  • არქიტექტურა და ურბანული განვითარება
აღნიშნული პროგრამა მოიცავს 48 აკადემიურ სალექციო საათს, ე.წ. პრაქტიკულ ნეტვორკინგს, ენის გაკვეთილების 40 საათს და არჩეული მოდულების რაოდენობის მიხედვით, სტუდენტებს შეუძლიათ 6-8 ECTS კრედიტის მიღება.

საზაფხულო სკოლის სამუშაო ენებია ინგლისური და რუსული.

საზაფხულო სკოლის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი.

ელ.ფოსტა: inter@mgpu.ru

 

სიახლეებში დაბრუნება