დედის დღე

03-03-2017

საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ საქართველო დასაბამიდან ქალისადმი განსაკუთრებული პატივისცემით და მოკრძალებით იყო გამორჩეული.

საბედნიეროდ, ასეთი დამოკიდებულება დღემდეა შენარჩუნებული. რადგან, ჩვენი საზოგადოების სახელოვანი და წარმატებული ქალბატონები, ვინც სიკეთის, სიყვარულის, ერთგულების, თავდადების, მოთმინების, ღვთიური ნიჭით არიან დაჯილდოებულები, უპირველესად საკუთარი ოჯახის ურყევობას განამტკიცებენ და შესაბამისად, სამშობლოს აძლიერებენ თავიანთი დიდსულოვნებით, სულგრძელობით, გონიერებით, თავგანწირული სულისკვეთებით, სათნოებითა და მშვენიერებით.

ოც წელზე მეტია, რაც ჩვენი ქვეყანა 3 მარტს - დედის დღეს აღნიშნავს. ერი ყოველთვის ძლიერია, როდესაც დედის ძლიერი ფენომენი ჰყავს. ამით საქართველო მართლაც რომ გამორჩეული ქვეყანაა.

ძვირფასო ქალბატონებო ,საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაცია გილოცავთ დედის დღეს და ქალთა დღესასწაულს. გისურვებთ ყველას ერთად და თითოეულს ცალ-ცალკე, თქვენს ოჯახებთან ერთად ბედნიერებას, სიკეთეს, ჯანმრთელობას და წარმატებებს პირად ცხოვრებასა და საზოგადოებრივ საქმიანობაში.

 გემრავლოთ ქვეყნისათვის სახელოვანი შვილები.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციას კარგი ტრადიცია აქვს: ამ დღეს, იგი  პირადად სტუმრობს ოჯახებში ღვაწლმოსილ, ამაგდარ , მხცოვან ქალბატონებს და ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით მადლობას უხდის მათ  წლების მანძილზე ქვეყნისათვის გაწეული დიდი ღვაწლისა და ამაგისათვის.



 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები