MathGeAr პროექტის დასკვნითი კონფერენცია სტუ-ში

MathGeAr პროექტის დასკვნითი კონფერენცია სტუ-ში

22-02-2017 20 თებერვალს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TEMPUS პროგრამის MathGeAr პროექტის დასკვნითი კონფერენცია გაიმართა.

MathGeAr პროექტი მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის უნივერსიტეტებში მათემატიკის სასწავლო კურსის მოდერნიზაციას თანამედროვე სასწავლო ტექნოლოგიების გამოყენებით, ინჟინერიის და საბუნებისმეტყველო სწავლებისათვის.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პროექტის კონსორციუმის წევრი ინსტიტუტციების წარმომადგენლების გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ფინეთიდან, სომხეთიდან და საქართველოდან.

ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და "გრენა" - საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა.

 

სიახლეებში დაბრუნება