პოზნანის სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების უნივერსიტეტის პროფესორი გჟეგოჟ რაჩკა სტუ-ში

პოზნანის სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების უნივერსიტეტის პროფესორი გჟეგოჟ რაჩკა სტუ-ში

14-02-2017 9-10 თებერვალს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით ეწვია პოლონეთის პოზნანის სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების უნივერსიტეტის (Poznan University of Life Sciences) პროფესორი გჟეგოჟ რაჩკა.

პოლონელი პროფესორის ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა პოლონურ და ქართულ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის საკითხების განხილვა ერაზმუს+ (ERASMUS+) მობილობის პროექტის ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში უნივერსიტეტებს შორის უკვე გაფორმებულია ინტერ-ინსტიტუციონალური ხელშეკრულება და ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს აგრარული მეცნიერებების მიმართულებით, შესაბამისად შეუძლიათ მობილობით სწავლა გააგრძელონ და ჩაატარონ ლექციები პროექტის კოორდინატორ პოლონურ უნივერსიტეტში.

სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობდნენ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფ. ზურაბ გასიტაშვილი; სტუ-ს ინსტიტუციონალური კოორდინატორი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სატანდარტების სამსახურის უფროსი, პროფ. ოთარ ზუმბურიძე; აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანი, პროფ. გიორგი ქვარცხავა,  ასევე, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რომლებიც ჩართულნი არიან ERASMUS+ პროექტებთან დაკავშირებული აქტივობების უზრუნველყოფაში. 

სამუშაო შეხვედრებზე განხილული იქნა პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული დეტალები, მათ შორის გაფორმებული ინტერ-ინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრული  მობილობის ნაკადებისა და რეგულაციების საკითხები, ასევე, სამომავლო აქტივობების გეგმა. სამუშაო შეხვედრებზე საუბარი შეეხო ახალი ერთობლივი სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტების პერსპექტივებსაც.

პოლონელმა პროფესორმა სტუ-ში სტუმრობისას, ასევე, დაათვალიერა აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის ლაბორატორიები და გაეცნო მიმდინარე  სამეცნიერო საქმიანობას.

 

სიახლეებში დაბრუნება