მემორანდუმი სტუ-სა და "RMG Gold" და "RMG Copper" კომპანიებს შორის

01-03-2017 13 თებერვალს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და "RMG Gold" და "RMG Copper" კომპანიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია საქართველოში სამთო-გეოლოგიური დარგის განვითარების ხელშეწყობა.

ამასთან დაკავშირებით, ტექნიკური უნივერსიტეტი უზრუნველყოფს ისეთი აქტივობების განხორციელებას, როგორიცაა სამთო-გეოლოგიური პროფილის შესაბამისი სპეციალისტების მომზადება, კვალიფიკაციის ამაღლება და გადამზადება.

"RMG Gold" და "RMG Copper" კომპანიები თავისი შესაძლებლობის ფარგლებში იღებენ ვალდებულებას, სტუ-ს სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ექვს წარჩინებულ სტუდენტს დაუნიშნონ სახელობითი სტიპენდია, თვეში 200 ლარის ოდენობით. ასევე, კომპანიები უზრუნველყოფენ 20-25 სტუდენტისათვის სასწავლო პრაქტიკის გავლას, მათგან 10-12 სტუდენტი გაფორმდება სტაჟიორად და გაივლიან ერთთვიან საწარმოო პრაქტიკას გეოლოგიური, ტექნოლოგიური, ლაბორატორიული და ეკოლოგიური მიმართულებით. გამორჩეულ სტუდენტებს მიეცემათ სათანადო რეკომენდაცია კომპანიაში მათი შესაძლო დასაქმების თვალსაზრისით.

პრაქტიკაზე მიღებული პრაქტიკული გამოცდილება ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს დაეხმარებათ პოფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და ამაღლებაში.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები