პრეზენტაცია

01-04-2011
პრეზენტაცია
 
1-ელ აპრილს, სტუ-ში გაიმართა სტუდენტთა ინოვაციური პროექტებისა და საინტერესო იდეების კონკურსთან დაკავშირებული პრეზენტაცია. კონკურსის მიზანს წარმოადგენს პერსპექტიული ინოვაციური პროექტებისა და იდეების გამოვლენა, მათი შემდგომი სრულყოფისა და განხორციელების მიზნით.
მოწონებული პროექტების ავტორებს გაეწევათ კონსულტაციები როგორც ბიზნესგეგმების შემუშავებასა და საავტორო უფლების მოპოვების საქმეში, ისე იურიდიულ, ეკონომიკურ, მათემატიკურ, პროგრამული სისტემების შექმნის საკითხებზე. შეირჩევა პროექტები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში წარსადგენად.
ასევე, გაიმართა მეორე საკონკურსო პროექტის პრეზენტაცია. ტექნიკური უნივერსიტეტი ატარებს კონკურსს შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული სტუდენტების გამოსავლენად. აღნიშნულ კონკურსში გამარჯვებული ახალგაზრდები გაწევრიანდებიან სტუ-ის "შემოქმედთა კლუბში". შემუშავდება სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამები, წახალისების სისტემა.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები