Stipendium Hungaricum უნგრეთის მთავრობის სტიპენდიების პროგრამა 2017/2018 აკადემიური წლისათვის

28-02-2017 ბუდაპეშტის ეტვეშ ლორანდის უნივერსიტეტი - Eötvös Loránd University (ELTE) (უნგრეთი) აცხადებს კონკურსს უნგრეთის მთავრობის სტიპენდიების პროგრამაზე -  Stipendium Hungaricum  2017/2018 აკადემიური წლისათვის, უცხოელი სტუდენტებისთვის.

პროგრამა ფარავს სწავლის საფასურს და მოიცავს ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისთვის ყოველთვიურ სტიპენდიას  -  თვეში 40,460 უნგრული ფორინტი / (130 ევრო ), ხოლო დოქტორანტებისთვის -  თვეში  140,000 უნგრული ფორინტი / (450 ევრო). ასევე, საერთო საცხოვრებელისა ან დამატებითი ხარჯებისთვის 40,000 უნგრულ ფორინტს (130 ევრო) და სამედიცინო დაზღვევას.

სასწავლო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

კონკურსთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ აქ.

სააპლიკაციო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 05.03.2017.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები