28-02-2017
24 თებერვალს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა სტუ-ს ჟიული შარტავას სახ. სახელმწიფო პოლიტიკის და მართვის სადოქტორო სკოლის თანამშრომელთა შეხვედრა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოსებთან.
შეხვედრაზე განხილულ იქნა სახელმწიფოს მმართველობითი საქმიანობის გაუმჯობესების პროცესში თანამედროვე მეცნიერული მიდგომების გამოყენების საკითხები.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა, აკადემიკოსებმა ნანა ხაზარაძემ, ზაზა ალექსიძემ და სხვებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს კანონშემოქმედებითი საქმიანობის მეცნიერული შეფასების პროგრამებს, რომელიც სკოლის დირექტორმა ზურაბ ჯიბლაძემ წარადგინა.
სიახლეებში დაბრუნება