შეხვედრა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან

26-02-2017 21 თებერვალს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სტუმრობდა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში. სტუმარმა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან, აკადემიკოს არჩილ ფრანგიშვილთან და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, პროფ. ქეთი ქოქრაშვილთან ერთად მონაწილეობა მიიღო საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტის ბაკალავრიატის სტუდენტების მიერ მოწყობილ პარლამენტის იმიტირებულ სხდომაში (კურსის ხელმძღვანელი – პროფესორი მარიამ ცაცანაშვილი). სტუდენტების მიერ ჩატარებული იმიტირებული სხდომა იყო  გავლილი სასწავლო კურსის – „საკონსტიტუციო სამართლის“ ერთგვარი პრაქტიკული შეჯამება.

„პარლამენტის სხდომის“  დასრულების შემდგომ სტუმარი შეხვდა სტუ-ს სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს. გაიმართა გულახდილი საუბარი უმაღლესი განათლების აქტუალური პრობლემების ირგვლივ. მარიამ ჯაშმა უპასუხა შეხვედრის მონაწილეთა მრავალ შეკითხვას.

შეხვედრას  ასევე ესწრებოდნენ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, პროფ. რუსუდან ქუთათელაძე, საჯარო მართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფ. გენადი იაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და სტუ-ს პროფესორი ნუნუ ოვსიანიკოვა, სტუ-ს სწავლების დეპარტამენტის უფროსი, პროფ. იური ლომიძე.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები